სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

გია ვოლსკი - ფაქტია, რომ მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული

24.01.2023 ნახვები: 546

ფაქტია, რომ მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალურ თემატიკაზე.

„რასაკვირველია, პარტიული დაპირისპირების გარეთ გამოტანა, გამჭვირვალეობა, საზოგადოების წინაშე ამ თემებზე საუბარი დემოკრატიულობას მიუთითებს, მაგრამ ამ დემოკრატიულობის ეგიდით იმდენი სიბინძურე გადმოინთხა, რომ სიტყვა დემოკრატიულობის ხსენება ამ პროცესთან მიმართებაში სერიოზული უხერხულობის მატარებელია.

რასაც ვუყურებთ, უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური პარტიის ადგილზე გარკვეული აგრესიული დაჯგუფების წარმოშობა მიმდინარეობს, რომელიც ძალისმიერ მეთოდებზეც წამსვლელია. გარკვეული რევოლუციური კომიტეტი იქმნება, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან, გინდ წარსულის გამოცდილებით და გინდ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მანქანის წარმოშობაზე რომ გითხრათ, ფაქტია, ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული. ამ მოპარვას შეფასება სასამართლომ უკვე მისცა. რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ. ესენი ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალურ თემატიკაზე. ამათი დავის საგანია ის თემები, რაც ახასიათებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას – სიბინძურე, რაც ბევრი არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდით და ახლა გარეთ გადმოინთხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, 

კეზერაშვილის ოლიგარქობისა და პარტიაში ფარული ინტერესების თემა ჩვენთვის შოკი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.

„პირველად როდესაც გაჟღერდა თემა, კეზერაშვილის ოლიგარქობა და ფარული ინტერესების არსებობა პარტიაში, ჩვენთვის მართლაც შოკი იყო, რადგან ეს თანამშრომლობა, გარკვეული ურთიერთობა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიასგან მოდიოდა დავით კეზერაშვილთან მიმართებაში. რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ასე შემდეგ. მიუღებელი იყო საერთოდ ის პოზიცია, რომ ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას.

საკრებულოს არჩევნები ჩატარდა, თავად რაიონებმა დააკომპლექტეს და თბილისის საკრებულო ნიკა მელიამ პირადად დააკომპლექტა. არავინ არსად არ ჩარეულა და არასდროს ეს საკითხი არ წამოწეულა. ჩემთვისაც სიახლე იყო ის, რომ თურმე ეს თანამშრომლობა არსებობდა. ამიტომ არანაირ ფარულ გავლენაზე საუბარი არ არის. სინამდვილეში, არანაირი ფარული ზეგავლენის მოხდენის სურვილი არ არსებობს პარტიაში, რადგან ეს პარტია არ არის არც სახელისუფლებო, არც ფინანსური რესურსებია, არც გავლენებია, ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების პარტია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

ნიკა მელია დავით კეზერაშვილს - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა