20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში სისხლიანი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორ საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალის" დირექტორი მამუკა ოთიაშვილი საუბრობს, გართულების რისკები კვლავ ძალიან მაღალია.
„24 წლის გიორგი კიკნაძე რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი მიღებული ტრავმების გამო, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკაში პროგრესი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით საიმედოდ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ გართულების რისკები არის ძალიან მაღალი, ამიტომ პაციენტი ისევ რჩება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.
დანარჩენო ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, რაიმე დამატებით ჩარევას ადგილი არ ჰქონია, არც გართულებას“, – განუცხადა ექიმმა მედიას.
შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი
საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია განახორციელა - ვახტანგ გომელაური
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია
საგარეჯოში დაღუპულთაგან ერთ-ერთი, პოლიციის თანამშრომელია
ცნობილია საგარეჯოს ტრაგედიის 4 მოკლულის ვინაობა
"ექიმი, რომელმაც ცეცხლის ხაზზე იარა" - ექიმი საგარეჯოდან, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ