ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან დაპისრპირების დეტალებზე ალაპარაკდა

ნახვები: 592 ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან დაპისრპირების დეტალებზე ალაპარაკდა

„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ ქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კალაძეს, ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ნებას“, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი”, – ამის შესახებ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი.

„ამ დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რამე სახის პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ ახლა, არ ვსაუბრობ 2003-2012 წლის განმავლობაში. ამ ადამიანმა 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში დაჰყო ბიძინა ივანიშვილის ციხეში და ვფიქრობ, არ არის ბევრი ისეთი ადამიანი ჩემ გარშემო და ქვეყანაშიც, რომელსაც შეუძლია, 6 წელი და 9 თვე ციხეში სამარტოო საკანში იჯდეს. ამ პერიოდს არ ვეხები. ვეხები იმას, რასაც თავად გადავაწყდი. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამდე მე მას გარეთ მხოლოდ ორჯერ შევხვდი. პირველად საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როცა უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი გენერალური მდივანი. კარს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, წევრებს ხელახლა უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი. გახსოვთ მაშინ, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო, დააფუძნა „ევროპული საქართველო“ და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს.

შევედი მასთან მარტივი წინადადების განსახილველად. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში გვაქვს ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად, რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა და მეტიც, მთხოვა, ეს არ გავაკეთოთ. მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნობა. კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში განვიხილეთ ეს საკითხი. ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, პარტიამ კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად ყრილობაზე. ზუსტად მეორე დღეს, გავრცელდა მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ ჩემთვის 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, არათუ არ არ იყო ცნობილი, ვიცოდი, რომ სულ მცირე, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი“, – განაცხადა  მელიამ.

მელიას თქმით, მერაბიშვილი მას 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიდა.

ამასთან, მელიას თქმით, ვანო მერაბიშვილთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა შეხვედრები, საუბარი, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მერაბიშვილი აქტიურად ყოფილა ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.

„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ ქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კალაძეს, ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე ხნის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლე“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა