ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ნახვები: 594 მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი.

როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.

ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ქალაქში არეულობა და სროლა დაიწყო. ნარკოკარტელის წევრები ქუჩაში ავტომობილებს წვავდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის და მისი ძმა ხოაკინი სინალოას შტატში სულ მცირე 11 ლაბორატორიას ფლობენ, სადაც თვეში 1 300-დან 2 200 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ მზადდება.

დეკემბერში აშშ-მა ოვიდიო გუზმან-ლოპესის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით ხუთი მილიონი დოლარი დააწესა. მამამისი – ხოაკინ გუზმანი, მეტსახელად „ელ ჩაპო“ ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა