ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს

ნახვები: 585 ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს.

მისივე განცხადებით, დიპლომატიური მარათონის შედეგად, მათ ხელშესახები სიახლეები აქვთ.

„ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები.

ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მან ასევე მოისმინა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ დანიის პრემიერისგან.

„მზადყოფნა ერთობლივად გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანია წელსაც, ისევე როგორც 24 თებერვლის შემდეგ, დაიცავს ევროპისა და საერთაშორისო სამართლის უსაფრთხოებასა და ინტერესებს“,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, თითოეული ქვეყნის ლიდერთან საუბრისას, ის ყოველთვის განიხილავს უკრაინის ინიციატივას – „ჩვენს მშვიდობის ფორმულას. ეს ათი ზუსტი პუნქტია. უსაფრთხოების ყველა ელემენტი“,- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბახმუტის მებრძოლებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს დიდ დანაკარგებს აყენებენ და მათ განდევნას ცდილობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა