ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

კობა გვენეტაძე - საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა

ნახვები: 589 კობა გვენეტაძე - საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა.

2009-2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელს უტოლდება.

„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან თუ ავითვლით, მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა