ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

სოსო გოგაშვილი:გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა

ნახვები: 586 სოსო გოგაშვილი:გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, ის მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულ სასამართლო პროცესს დღეს დაესწრება.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გოგაშვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობს და ოჯახიც ეწინააღმდეგება სასამართლოში მის მისვლას, ის სხდომაზე მაინც გამოცხადდება.

გოგაშვილი უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარსაც გამოთქვამს.

„ვუსამძიმრებ საქართველოს „რაშისტებთან“ 30-წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას.

ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ.

7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.

ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინა საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად, წინასწარ დაწერილი განაჩენისა.

ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, „ჩამდები“ და გამყალბებელი „ოცნებაში“ გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“, - აცხადებს გოგაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა