Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს - არ მინდა, მას ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ

01.12.2022 ნახვები: 544

მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს. არ მინდა, მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, რომ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში შეაფასებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ.

"მე ვინაიდან არც დასკვნის შინაარსი ვიცი, არც ის, რაც მასში წერია, ცოტა სკეპტიკური ვარ, როცა მეუბნებიან, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რაღაცები არსებობს და ადამიანი ცოცხალია ამ დროს. თუმცა, მე პირადადაც ვნახე რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი და არ მგონია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელოა მართლა. ზოგადად, ამიტომაც მოვუწოდებდით პოლიტიკურ ძალებს, რომ მაგიდაზე დადებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ. მე არ ვარ ექიმი და ჯანდაცვის არგუმენტს ვერ დავემყარები მსჯელობისას, მე პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა პოლიტიკურად გვაზიანებს 12 პუნქტის შესრულების საკითხში. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი არ გადავაყოლოთ, მის ჯანმრთელობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ ვიდრე მე”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა