ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ლევან ხაბეიშვილი - მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, არჩევნების ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია

ნახვები: 588 ლევან ხაბეიშვილი - მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, არჩევნების ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია

ნებისმიერი ფორმატით მზად ვართ გავიმარჯვოთ, ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჩვენ ნებისმიერი ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის. მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან და წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვოთ პარტიის შიგნით, შემდეგ ეს პროცესი გადავიტანოთ მთლიანად ქვეყანაში, რადგან შიდა არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია გარე მტერი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, აპირებს შეხვედრებს ყველგან, სადაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსი ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

„გორის და რუსთავის შემდეგ, ჩვენს მხარდამჭერებს, ადგილობრივ ლიდერებს თელავში ვხვდებით. ცენტრალურ ოფისთან ერთად, მნიშვნელოვანია, ყველა რაიონული ორგანიზაცია იყოს აქტიური, როგორც შიდა პარტიული დემოკრატიისთვის და არჩევნებისთვის, ასევე გენერალური რაიონის მობილიზებისთვის. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა მოვახერხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება. პარტიის ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ, წარვადგენთ იმ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ძალიან სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, არა მარტო მხარდამჭერებთან, ზოგადად, რაიონ-რაიონ, სოფელ-სოფელ და ქალაქებში, ყველგან ვაპირებთ შეხვედრებს, სადაც ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსი ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. არჩევნებზე ბევრად მნიშვნელოვანია ეს გენერალური ბრძოლა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „იმ შემთხვევაში თუ არჩევნები წააგეთ, რჩებით თუ არა პარტიაში და როგორ წარმოგიდგენიათ ნიკა მელიასთან თანამშრომლობა“, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის რიგით წევრად დარჩება.

„ამაზე დისკუსიის გახსნაც კი, სისულელედ მიმაჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩემი ოჯახი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პლატფორმა, სადაც ვუყურებ, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ პარტიის გარეშე არის წარმოუდგენელი. მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. საქმეს როცა სჭირდებოდა ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. გავიმარჯვებ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ორად გაყოფას, ხაბეიშვილის თქმით, „გამორიცხულია, „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყოს“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულა, ლევან ვარშალომიძემ არჩევნები ღირსეულად წააგო. ნიკა მელიას და ჩვენთან ერთად ღირსეულად იბრძვის დღემდე, თუმცა მე მივიჩნევ, რომ მათ შორის ლევან ვარშალომიძე უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული პარტიის მართვაში ვიდრე არის“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, არჩევნებში კანდიდატების რაოდენობის გაზრდას მიესალმება. „რაც მეტი კანდიდატი იქნება მივესალმები“, – აღნიშნა თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა