ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

ნახვები: 583 მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები დაუბრუნდებიან, „როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ა.შ.“, ვერც პირადად ის და ვერც „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ დაინახავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ხაზარაძემ მცირე კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა