ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

შს მინისტრის მოადგილე - პრაიდმა უკვე გაასაჩივრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩვენი არგუმენტები მივაწოდეთ - თუ საია-მ ახალი სარჩელი შეიტანა, ბუნებრივია, კითხვები იქიდანაც იქნება და ჩვენ პასუხებს გავცემთ

ნახვები: 588 შს მინისტრის მოადგილე - პრაიდმა უკვე გაასაჩივრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩვენი არგუმენტები მივაწოდეთ - თუ საია-მ ახალი სარჩელი შეიტანა, ბუნებრივია, კითხვები იქიდანაც იქნება და ჩვენ პასუხებს გავცემთ

პრაიდმა უკვე გაასაჩივრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩვენი არგუმენტები მივაწოდეთ - თუ საია - მ ახალი სარჩელი შეიტანა, ბუნებრივია, კითხვები იქიდანაც იქნება და ჩვენ ადამიანის ევროპული სასამართლოს კითხვებს პასუხებს გავცემთ, - ასე ეხმიანება 5 ივლისის მოვლენებზე საია-ს მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

მისივე თქმით, 5 ივლისს შსს- მ გააკეთა ყველაფერი, რომ ღონისძიება მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა პრაიდის ორგანიზატორებთან, ვთავაზობდით ალტერნატიულ ადგილს, სადაც შესაძლებელი იყო, რომ უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. წლევანდელმა წელმა და გასული წლის ორმა ღონისძიებამ აჩვენა, რომ როცა ითანამშრომლეს ღონისძიების ორგანიზატორებმა შსს- სთან, ყველა ღონისძიება ჩატარდა უსაფრთხოდ. რაც შეეხება 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს, ეს იყო უმძიმესი ფაქტები. მოხდა თავდასხმები ჟურნალისტებზე. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და 31 პირი დღეს იხდის სასჯელს, მათ შორის, 27 პირი არის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის პასუხისგებაში მიცემული. უამრავი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა შსს- მ, სადაც კი იკვეთებოდა სტანდარტი, რომ კონკრეტული პირის მიმართ ბრალი წაგვეყენებინა და მომხდარიყო პირის პასუხისგებაში მიცემა, ეს ხალხი დღეს იხდიან სასჯელებს“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, 5 ივლისს შსს- ს პარლამენტის წინ რაიმე დაპირისპირების მოლოდინი არ ჰქონია.

„1,3, 5 და 6 ივლისს მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა შსს - ს, კონკრეტულად 5 ივლისს დაახლოებით 3500 პოლიციელი იყო ჯამში გამოსული ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, გახსოვთ, რომ აქ იყვნენ შეკრებილნი პრაიდის მოწინააღმდეგეები, რომელსაც სხვა მოწინააღმდეგე ჯგუფი არ ჰყავდა, ანუ დაპირისპირება მოსალოდნელი არ იყო, ვინაიდან ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი იყო შეკრებილი. ამ ხალხმა, გახსოვთ, რომ პირველ რიგში დააზიანა და დაარბია პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და ჟურნალისტებზე დაიწყეს თავდასხმები“, - განაცხადა დარახველიძემ.

დარახველიძე აცხადებს, რომ შს მინისტრი იმყოფებოდა პარლამენტში იმისთვის, რომ კითხვებზე პასუხი გაეცა, თუმცა, სხდომის ჩაშლის გამო, ეს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პასუხისგების საკითხს, დარახველიძე ამის მიზეზს ვერ ხედავს.

„მაღალჩინოსნები რატომ უნდა მისცემოდნენ პასუხისგებაში. შსს- ს მაღალჩინოსნებმა რა დააშავეს, რომ პასუხისგებაში მიეცათ? ჩვენ იმ დღის განმავლობაში გვყავდა საკმარისი პოლიციელი მობილიზებული, აქციამ ქაოტური ხასიათი მიიღო, გაიშალა 25 სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც გვიწევდა უსაფრთხოების დაცვა. 31 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული და სასჯელს იხდიან, გაუგებარია ეს კითხვები“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისათვის, საია-მ 5 ივლისის საქმეებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია და საჯარო და ღია მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, არც ერთი ორგანიზატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა