პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

თეა წულუკიანი:დეოლიგარქიზაცია კეზერაშვილს და ყოფილ ბანკირებს უნდა შეეხოს

01.11.2022 ნახვები: 573

თეა წულუკიანმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიას ცირკი უწოდა. მან ასევე, სახელმწიფო მტრებად ოპოზიციის ლიდერებიც მოიხსენია.

წულუკიანმა წინასწარ დაანონსა, რომ ოლიგაქრთა რეესტრში პირველი დავით კეზერაშვილი მოხვდება. ასევე, ივარაუდა, რომ "ქართული ოცნება" ოლიგარქებად მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც გამოაცხადებს, თუმცა პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებული არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და უკვე სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში. ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, იმიტომ, რომ ერთობიან ისინი და სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ. მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, მათ უნდოდათ, რეალურად, დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია. ეს უნდოდათ და როცა აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება, მაგალითად, კეზერაშვილს, რომლემაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ ის, დიახ, ოლიგარქია. შეიძლება სხვებსაც შეეხოს, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან, ეს უკვე აღარ მოსწონთ. თუ ვინმე არის ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა