War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

გიორგი ვაშაძე - ოპოზიციურ კოლეგებს მოვუწოდებ, შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით, ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვანი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადავყავართ

ნახვები: 493 გიორგი ვაშაძე - ოპოზიციურ კოლეგებს მოვუწოდებ, შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით, ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვანი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადავყავართ

ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადავყავართ მეორეხარისხოვანზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მისთვის პირველხარისხოვანია პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორება.

„ნომერ პირველი პრობლემა დღეს გვაქვს რუსების მასიური შემოდინება, ნომერ პირველ პრობლემასთან ერთად ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მართავს უმრავლესობას საქართველოში. შესაბამისად, მე მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ თემებზე მსჯელობა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვინ, ვის სად ეხმარება, ასე თუ ისე ეხმარება. ჩემთვის პირველხარისხოვანი არის პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორება. ვწუხვარ, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციური კოლეგების საჯარო განცხადებები ან ქმედებები მთავარი სამიზნიდან აცდენას იწვევს. მეჩვიდმეტე, მეასე და მეათიათასეხარისხოვნად მიმაჩნია ეს საკითხები, როცა სამშობლოს გვართმევენ, როცა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას აპირებს ბელორუსი, როცა რუსების მასიური შემოსვლა ხდება საქართველოში. ოპოზიციურ კოლეგებს მინდა ისიც ვუთხრა, უნდა იცოდეთ, რომ რეალური ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციული კამპანიის მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით „ქართული ოცნება“ როგორ გამოიყენებს თქვენს განცხადებებს ჩვენი ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ. მაგ დეტალებს ვინც ერთმანეთთან არჩევს, გაარჩიოს რამდენიც უნდა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ღირსეული პოლიტიკური ძალის პოზიცია უნდა იყოს წვრილმან კამათებში არ ჩავერთოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა