Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

30 სექტემბერს Batumi Gaming Fest-ი გაიხსნება

28.09.2022 ნახვები: 546

2022 წლის 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმროში „ეიფორია“, სათამაშო ბიზნესის სფეროში მსხვილი საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიება Batumi Gaming Fest გაიმართება.

Batumi Gaming Fest მთავარი მიზანია – ბათუმის, როგორც სათამაშო ტურიზმის რეგიონალური ცენტრის გავითარების ხელშეწყობა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობს, წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას პროფესიონალებისთვის, ბაზრის ოპერატორებისა და კანონმდებლებისათვის გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.

Batumi Gaming Fest –არაორდინალური ფორმატის ბიზნეს-ფორუმია: კონფერენციის, დემო-ზონის, გასართობი ღონისძიებების და წვეულებების კომბინაცია.

საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სათამაშო ბიზნესის სწრაფი განვითარება და ასევე მისი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდებარეობის უნიკალურობა ფესტივალს არსებით უპირატესობას ანიჭებს, რათა მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სფეროს საერთაშორისო კალენდარში.

კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფოს წარმომადგენლები და დარგის ლიდერები წარმოადგენენ ხედვებს და გაცვლიან მოსაზრებებს ურთიერანამშრომლობის სრულყოფის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გაშუქებული იქნება ფორუმზე - ესაა სფეროს სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური რისკების მინიმიზირება. სათამაშო ბიზნესის სფეროში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი პიტერ უაითი - წამყვანი დარგობრივი ჟურნალის Casino Life გამომცემელი, კონფერენციაზე წარადგენს მოხსენებას კლიენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ.

პოტენციურ ინვესტორებს ექნებათ პირდაპირი წვდომა სამშენებლო კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან, მათ პროექტებსა და გეგმებთან და ასევე ექნებათ შესაძლებლობა რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ პროექტი თავისი ინვესტიციებისათვის.

ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი კავშირები, კონტაქტები და გააფართოვონ საკუთარი დარგობრივი ცოდნა.

ორი უმსხვილესი საგამოფენო სივრცე დაჯავშნილია ღონისძიების ძირითადი სპონსორებისთვის - IGT-სა (სათამაშო აპარატებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მომწოდებელი) და CoinPaid-ისთვის (კრიპტოვალუტის გაცვლის უდიდესი, ავტორიტეტული კომპანია).

სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, Batumi Gaming Fest-ზე ასევე წარმოდგენილი იქნება: სათამაშო ინვენტარის მწარმოებელი ლატვიური კომპანია CTC Holdings, სათამაშო აპარატების მწარმოებელი ბულგარული კომპანია CT Gaming და ონლაინ გეიმინგის დეველოპერი კომპანია - CT Interactive, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თამაშების მწარმოებელი კომპანია ბელარუსიდან - StarCoStudio, ასევე სპორტბუქინგის პლატფორმის პროვაიდერი კომპანია სომხეთიდან - Digitain.

ადგილობრივი ბიზნესი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე კომპანიით. ფესტივალის გენერალური პარტნიორი - Eclipse Casino Batumi, მეორე სპონსორი Otium Casino Batumi. სამორინეს ინვენტარის სადისტრიბუციო კომპანია Gaming Supplies, სათამაშო ბიზნესში სპეციალიზირებული იურიდიული კომპანია Justice League, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია - TCH, აგრეთვე რამდენიმე პროექტი უძრავი ქონების სფეროდან.

უძრავი ქონების სექტორი 7th Heaven-ის სპონსორობით წარმოადგენს სპონსორის პროექტს და ასევე სამორინე-სასტუმროების სხვა პროექტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მოცემულ მომენტში.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სამორინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დარგში სერტიფიცირების ორგანოს Random Systems-ის წარმომადგენელი ზაზა ბარამიძე და ბაზრის სხვა წარმომადგენლები. დისკუსიის მოდერატორი იქნება სამორინეთა მარკეტინგული სააგენტოს, Plasma 8-ის დირექტორი - ლავრენტი გუბინი.

კიდევ ერთი დაგეგმილი განხილვა კონფერენციის მიმდინარეობისას არის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის როლი თანამედროვე სათამაშო ბიზნესში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ფალიანი - CoinsPaid Media-ს ხელმძღვანელი, ნიკა გიგაშვილი - Sports Media Holding-ის მმართველი დირექტორი და მიხეილ დიდებულიძე Degamefi-დან.

პრეზენტაციებს ასევე წარადგენენ სხვადასხვა კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები.

ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. სამორინე Eclipse-ს მენეჯერი მუსლიმ აგაევი ისაუბრებს ოქროს კვეთის გავლენაზე მოთამაშეებისთვის მაქსიმალური ანაზღაურების განსაზღვრისას, ხოლო ლავრენტი გუბინი, სააგენტო Plasma 8-ის დირექტორი, გააზიარებს სამორინეს პოპულარიზაციის საიდუმლოებებს და თანამედროვე პირობებში ბიზნესის აუცილებელ თვითშეზღუდვებზე ისაუბრებს.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომხსენებელია ლუსიენ ვაისმანი, ცნობილი ტრენერი სლოტ-ოპერაციების სფეროში. ლუსიენი ფესტივალის მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს გააკეთებს პრეზენტაციას და ასევე გამართავს მასტერკლასების სერიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა