War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება

ნახვები: 493 ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, სასამართლოსთან დაკავშირებით ყველაზე მძიმედ მიდის სამუშაო ჯგუფის მუშაობა.

„რეალური ხელშესახები შედეგები ჯერ არ არის. ვნახოთ, ეს პროცესი როგორ დასრულდება, მაგრამ სხვა სამუშაო ჯგუფებთან შედარებით კონსენსუსის მიღწევა არც თუ ისე ადვილი იქნება, რადგან მმართველი გუნდის პოზიციები უკვე გამოკვეთილია. ვეცდები, რომ მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დავარწმუნო, რომ ნდობა აღდგეს”, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ წუთებში მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაახლოებით 30 საკითხია იდენტიფიცირებული, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან არის დასმული. დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იქნება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესზე, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა