War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

კახა კალაძე - ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, ჩვენი ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ხალხს, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება

ნახვები: 493 კახა კალაძე - ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, ჩვენი ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ხალხს, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება

ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს: „ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ – არა“.

კალაძის თქმით, ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

„ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, განცხადებები ზუსტად ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში, მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი, ყველა წარმატებას, წინსვლას ეწინააღმდეგებიან. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ასე რომ, საქართველო არ ჩაებმევა არც სანქციებში და არც ომში მიიღებს მონაწილეობას, მეორე ფრონტი არ გაიხსნება საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა