War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

თეა წულუკიანი - როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას

ნახვები: 493 თეა წულუკიანი - როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას

ჩვენ, როგორც ჩანს, მორიგჯერ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რომ ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

წულუკიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რასაკვირველია, მხარს უჭერს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ მეთოდები აქვთ სხვადასხვა.

„რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა