ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ხატია დეკანოიძე - ფრაქციასა და პარტიაში ბოიკოტის შესახებ არანაირი გეგმა არ არის, არ განგვიხილავს ეს საკითხი

ნახვები: 590 ხატია დეკანოიძე - ფრაქციასა და პარტიაში ბოიკოტის შესახებ არანაირი გეგმა არ არის, არ განგვიხილავს ეს საკითხი

ფრაქციასა და პარტიაში ბოიკოტის შესახებ არანაირი გეგმა არ არის, არ განგვიხილავს ეს საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 6 სექტემბრის სხდომაზე დასწრებას აპირებენ და ასევე მუშაობენ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

„ჩვენ ვთქვით, რომ ყველა საჯარო სხდომები რაც არის და საკომიტეტო მოსმენები, დავესწრებით. ვაპირებთ დასწრებას 6 სექტემბერს პირველ სხდომაზე. მათ შორის, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ასევე იცით, რომ ოპოზიციას სამოქალაქო სექტორთან ერთად წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ამ ყველაფრის გარშემო, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენ წარვადგენთ პირველ რიგში კომიტეტებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რაც არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას აინტერესებს და „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, შეასრულოს – პირველი, ეს არის არჩევნები, სახალხო დამცველის წარდგენის წესის დამტკიცება, ანტიკორუფციული მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი 12 პუნქტის შესრულება რაც, სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ არის იმიტაციური პროცესი. ამიტომ პრინციპში, თუ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, მაშინ კომიტეტებზე ერთობლივად უნდა იყოს განხილული ის ინიციატივები, რომლებსაც წარადგენს ოპოზიცია. მათ შორის, ეს ეხება ძალიან ფართო ინკლუზიურ პროცესს სამოქალაქო სექტორთან ერთად“,- განაცხადა დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა