მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts

კონსტანტინ ზატულინი - რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი

ნახვები: 623 კონსტანტინ ზატულინი - რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი

რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი. ამის შესახებ რუსეთის დუმის, დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებაშია აღნიშნული.

„მე მომხრე ვარ, რომ ეს (მოკავშირე სახელმწიფოების გაფართოება) მოხდეს. ვთვლი, რომ ეს შექმნის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისთვის ახალ პირობებს. ჩვენ აფხაზეთთან ერთად დავიწყეთ პარლამენტაშორისი ჯგუფების მუშაობა, რომლითაც ვცდილობთ, მაგალითად, გავამარტივოთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრით გავლის პროცედურები და იქ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად რეჟიმი, რომელიც არსებობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე საკავშირო სახელმწიფოების ფარგლებში. თუკი დადასტურდება აფხაზეთის სურვილი, გაწევრიანდეს საკავშირო სახელმწიფოებში და მოხდება მისი რეფორმირება, გამოჩნდება მწვანე შუქი, რომ ეს საკითხი ამ გზით გადაიჭრას. აფხაზეთი თუ საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს ასევე გაუადვილდებათ შეთანხმება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში რუსები იყიდიან მიწას“, – განაცხადა ზატულინმა.

თუმცა, ზატულინის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტას აფხაზურ საზოგადოებაში არსებული შიშები აფერხებს.

„აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს ეჭვების გაჩენას: ამბობენ, რომ თუ ეს მოხდება, ხვალ აფხაზები დაკარგავენ სახელმწიფოზე კონტროლს, მაგრამ აფხაზეთიდან ხომ მიწას ვერავინ წაიღებს და ასეთი შიშები, ფაქტობრივად, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას“, – აცხადებს ზატულინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა