ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

ნახვები: 591 პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, გულგრილობის შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალში "ნინოსხევის ჩანჩქერზე" 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ვ.ქ.-ს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იგი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ.ს.-ის ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, საერო სკოლა ,,ალბიონის” კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ დასათვალიერებლად.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა ,,ალბიონის” სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.

პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

2020 წლის 1 ივლისს, აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს ვ.ქ.-ს და ნ.ს.-ს," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა