War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ-იაგო ხვიჩია

ნახვები: 493 პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ-იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.

„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობის ჩამოგდება ჩვენ თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოუკვეთონ ადამიანები, რომელთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაცილი წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა