War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

გიორგი ვაშაძე - საქართველო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების მსხვერპლია

ნახვები: 493 გიორგი ვაშაძე - საქართველო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების მსხვერპლია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილი არაერთ რამეს ადასტურებს, მათ შორის იმას, რომ დღეს ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა.

„ეს წერილო დასტურია, რომ დღეს ნამდვილდ არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს. მეორე, წერილი დასტურია, რომ ის ტრიო არის სწორედ მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება. მესამე, ეს წერილი დასტურია, რომ დასავლეთზე, ევროპაზე, ამერიკაზე, ამერიკის და ევროკავშირის ელჩზე შეტევის მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია. წერილი დასტურია იმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო. წერილი დასტურია, რომ კანონები, რომლებმაც დაგვაშორა ევროპას, ე.წ. მოსმენების კანონი და ნაბიჯები, რომლებიც იყო გადადგმული თებერვლიდან მოყოლებული, მათ შორის გვარამიას დაკავება პრემიერის ევროპაში ვიზიტის დროს, სწორედ მისი დაგეგმილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს წერილი დასტურია იმის, რომ ვიდრე ჩვენ ივანიშვილს მიტაცებულ ძალაუფლებას არ წავართმევთ და ხალხს არ დავუბრუნებთ ამ ძალაუფლებას, წინ ვერ წავალთ.

სამწუხაროდ, მისი ფინანსური ინტერესების მსხვერპლია დღეს საქართველო და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა, შესაბამისად, ფორმალურად თუ არაფორმალურად დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, ამას ვნახავთ. თუ ამ წერილიდან დასკვნას არ გავაკეთებთ, ჩვენ გადავიჩეხებით. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ბედი ელის საქართველოს მის ხელში. საქართველო მისი ფინანსური ინტერესების მსხვერპლია. სწორედ ცრუ დილემების მთავარი ავტორი არის ბატონი ივანიშვილი. ეს წერილი ამის დასტურია და სწორედ ეს ცრუ დილემა არის საქართველოში თითქოსდა ომის საფრთხე. ამის ავტორიც ეს ადამიანია. ამ წერილით რეალურად, თავიდან ბოლომდე გაიშიშვლა თავი ბატონმა ივანიშვილმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა