ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება -კახა კალაძე

ნახვები: 591 ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება -კახა კალაძე

ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება და ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, სადაც კასიანოვი აღნიშნავს: „რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა“.

კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოშიც დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები, დაღუპული ადამიანები. კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იცავენ საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესს და სურთ, ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულშემატკივრობთ უკრაინას, გული შეგვტკივა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება. ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება და ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ იყო პირდაპირი მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო – აქაც დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები, გარდაცვლილი ადამიანები, ეს კატეგორიულად მოუღებელია.

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ პატრიოტი ადამიანები, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს. ვიცავთ თქვენს შვილებს, ჩვენს შვილებს, ვიცავთ მომავალ თაობას, ვიცავთ ჩვენს ქალაქებს, ვიცავთ ხვენს სოფლებს. გვინდა, იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა