War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

არ გამოვრიცხავ ბევრი ადამიანი მოხვდეს ოლიგარქების სიაში-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 493 არ გამოვრიცხავ ბევრი ადამიანი მოხვდეს ოლიგარქების სიაში-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დაინტერესებულია, მოისმინოს, რამდენად არის „ქართული ოცნება“ მზად, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას დაესწრება და მსჯელობაში მონაწილეობას მიირებს.

„მაინტერესებს, მოვისმონო, რამდენად სერიოზულად არის „ქართული ოცნება“ განწყობილი, რომ ეს საკითხი განვიხილოთ და მართლა ფიქრობენ, რომ ოლიგარქში ხაზარაძე და კეზერაშვილი იგულისხმებიან, თუ ეჭვი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც იყოს? რა გზით აპირებენ წასვლას, ეს მაინტერესებს. ალბათ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბიძინა ივანიშვილი გამოაძვრინონ ოლიგარქობიდან. ამ შეხვედრას ვესწრები, რომ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არ ჰქონდეს, დავუძახეთ, მსჯელობა გვინდოდა და არავინ მოვიდაო. გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია და საკანონმბდელო ცვლილებები გჭირდებათო. მართლა საჭიროა, რომ ქვეყანა უკუღმართულად არ იმართებოდეს. განსაზვრულია, ვინაა ოლიგარქი. კანონში ვერ ჩაწერ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და კანონი მივიღოთ ბიძინა ივანიშვილზე, ესაა აბსურდი. უკრაინის კანონს თუ გადმოვიღებთ, იქ განისაზღვრა დეფინიცია, ვინ არის ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკრაინის მშპ-სთან მიმართებით რაღაც თანხას ფლობს, ის არის ოლიგარქი და სახელი, გვარი დაზუსტებული არ ყოფილა. არ გამოვრიცხავ და ლოგიკური იქნება, ბევრი ადამიანი მოხვდეს ამ სიაში, მათ შორის ჩემი ძმადნაფიცი კახა ოქრიაშვილი, კეზერაშვილი, ჯარის გამძარცველი, ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე მდიდარი ქართველი ისაა და ვისზეც გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ ქვეყანას გაუკუღმართებულად მართავს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა