გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია – პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“
ნიკა გვარამია: მხარს ვუჭერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას – ივანიშვილის დასანქცირება მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ
დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ

ნახვები: 230 ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ

 

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას სასიცოცხლო და ფსიქონევროლოგიური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობას ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.

„ჩვენთან 2 დაშავებული წევს. 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. მათი ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო პარამეტრები, ფსიქონევროლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში გახლავთ. ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა დინამიკური კვლევები და შეფასება მუდმივად მიმდინარეობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ჩაერთნენ საქმეში“, – განუცხადა ჭელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

მისი თქმით, ბავშვებთან მუშაობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ, რათა მომხდარის შესაძლო ფსიქოლოგიური შედეგები შეფასდეს.

კითხვაზე, ახსოვს თუ არა 3 წლის გოგონას აფეთქების გარემოებები, კლინიკის დირექტორმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე დეტალები უცნობია და ბავშვების გამოკითხვას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ.

„სათუთი სფეროა და გამოკითხვებით შესაძლებელია ძალიან დიდი ტრავმა მიაყენო, წარუშლელი ტრავმა ძალიან მძიმე შედეგებით. ამიტომ ჩვენ დეტალურ გამოკითხვებს ამ მიმართულებით არ ვაწარმოებთ, ეს ფსიქოლოგის საქმეა, ფსიქოლოგები ამ ეტაპზე ჩაერთნენ და ვნახოთ რა შედეგები ექნებათ“, – აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა