პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა.
„ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ტრამპის გამოსვლა ჩინეთში, სადაც მან ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულების შესახებ კითხვები დასვა.
„მართლაც, რთულია განსჯა – შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – მაგრამ პუტინის ჩახუტება და მისთვის მეგობრის წოდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რადგან ჩნდება კითხვა: ვისთან უფრო მეტად მეგობრობს ის – პუტინთან თუ ჩვენს პრეზიდენტთან? და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საქმე რთულ არჩევანზე მიდგება – რომელ მეგობარს აირჩევს?“ – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოყენებულ ფორმულირებას მოჰყვა.