ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი

ნახვები: 272 კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
 
ავტორი: გოჩა მირცხულავა
 
საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ ელიტას აზარტული თამაშების შესახებ კანონი რომ ფეხებზე ეკიდიათ, ამაზე რამდენიმე დღის წინ დავწერე.
 
თან ნახეთ, როგორი ხარბები აღმოჩნდნენ: ჯერ „მწვავე“ განცხადებები გაავრცელეს, სინოდის შესაძლო სხდომაზეც ალაპარაკდნენ, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესთან ურთიერთობები კანონის ხელმოწერამდე მოაგვარეს.
 
ჰო, 9 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. ამასთან, 6–7 ნოემბერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კვლავ საჯაროდ აკრიტიკებდა კანონის დაჩქარებულ მიღებას. დააკვირდით პატრიარქამდე აწეული კრიტიკის თამასა კვლავ ჯაღმაიძემდე დაიშვა. არანაირი ვარაუდი ამაზე არ გიჩნდებათ? მე კი.
 
და, დღეს კანონი უკვე ძალაშია. ახლა რაღა დარჩენიათ? ბიძინას მოუწყობენ ობსტრუქციას? სახის შესანარჩუნებლად, ჰა, იქნებ სინოდიც ჩაატარონ, თუ საქმე საქმეზე მიდგა.
 
მაგრამ ჩემი ეჭვი უცვლელია: გარიგება უკვე მომხდარია. ბეგარა დაწესებულია და დუმილის ფასიც შეთანხმებულია. დიახ - ეს ჩემი შეფასებაა. ახლა ვიღაც მეტყვის: რა იცი, ფაქტი დადეო! იმის არ იყოს, წლების წინ დეკანოზმა გალდავამ სასულიერო პირების რუსეთის სამსახურში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - „ქსივა“ მე რომ მომთხოვა. ამ დროს ზოგიერთს შუბლზე პუტინი ახატია, ზოგს - ორთავიანი არწივი, შედარებით დაბალი რანგის მსახურებს კი კეფაზე ზოგს РПЦ აწერია და ზოგს ФСБ. რასაკვირველია, ეს მეტაფორაა, მაგრამ მეტაფორასაც ხომ თავისი საფუძველი აქვს?
 
ახლა დავუშვათ, რომ ვცდები და საპატრიარქო სათამაშო ბიზნესთან არ გარიგებულა. მაშინ სად არის მათი პრინციპულობა? სად არის თანმიმდევრულობა? სად გაქრა ის განგაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ატეხეს?
 
ამათ გაუბედურებული ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ.
 
ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანი აღსარებაზე რომ მივა და სულის კანკალით იტყვის, მარხვაში ხორციანი ღვეზელი მომაწოდეს და შევჭამეო, შეიძლება ასი მეტანია გააკეთებინონ. თავად კი ორაგულის ხინკლით გამაძღრები ზნეობასა და ქრისტიანულ სათნოებებზე იქადაგებენ.
 
ახლა „კრებები“ გამახსენდა. ნამახვანთან დაკავშირებით მაშინდელი მოსაყდრისა და ახლანდელი პატრიარქის მონაწილეობაც. კაზინო „შანგრილას“ ისტორიაც წინა პოსტში ვახსენე. სხვადასხვა ამბავია, მაგრამ ჩემთვის ერთი და იგივე კითხვა აერთიანებს: სად მთავრდება სარწმუნოების დაცვა და სად იწყება პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების მომსახურება?
 
ჰოდა, ასე გააგრძელეთ, ქრისტეს ამოფარებულებმა, ადამიანების გაუბედურების მიმართ გულგრილობა. ამ კანონზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მაგრამ საპატრიარქოდ წოდებული კანტორაც ვერ გაექცევა მორალურ პასუხისმგებლობას, აზარტული თამაშებით გამოწვეულ ადამიანებისა და ოჯახების გაუწარებაზე.
 
და თუ ჩემი ეჭვი გარიგებაზე მცდარია, ძალიან მარტივი გზით შეგიძლიათ მისი გაქარწყლება - გააგრძელეთ პროტესტი, მოითხოვეთ კანონის შეცვლა და საზოგადოებას აუხსენით, რატომ დადუმდით. ჯაღმაიძის კრიტიკა არ გაიშვას...
 
თუმცა მეც ვარ რა... მთავარი უკვე მიიღეს და დანარჩენი უბრალოდ აღარ აინტერესებთ.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა