ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?

ნახვები: 227 ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?

 

ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ამოღებული და დალუქული მობილური ტელეფონები იმ პირების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც, მისი თქმით, მის შვილზე ზეწოლას ახდენდნენ. აბრამიშვილი პროკურატურისა და პოლიციისგან განმარტებას ითხოვს.

მისი განცხადებით, დავით ფეიქრიშვილისა და მისი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის ტელეფონები სამართალდამცველებმა დავითის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.

„როგორ მოხვდა ამ დამნაშავეების ხელში, რომლებიც ამ ტელეფონით აჩვენებდნენ ჩემს შვილს და ეს ზუსტად ის ტელეფონებია – იყო ლაპარაკი, „ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

მისივე მტკიცებით, საკანში შეტანილი იყო სპეციალური აპარატურაც, რომლის საშუალებითაც ინტერნეტთან დაკავშირება ხდებოდა. აბრამიშვილი საუბრობს სავარაუდო ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე და გამოძიებას მოითხოვს.

ბრალდებულების დედამ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას მიმართა. მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა მხოლოდ უწყებების ხელმძღვანელების შეცვლით არ უნდა შემოიფარგლოს და შესაძლო დანაშაულში მონაწილე თანამშრომლების ვინაობაც უნდა დადგინდეს.

„ამ ქვეყანაში ჩემს შვილებს რომ დაუძახებენ კრიმინალს, მაშინ ყველა კრიმინალის სახელი უნდა დასახელდეს. ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს“, – აღნიშნა მან.

აბრამიშვილმა ასევე მოითხოვა განმარტება ვატო ყიფიანის საქართველოში ჩამოსვლის გარემოებებზე და ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძე ახსენა. მისი ვარაუდით, საქმე ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ციხეში ბუნტის მოწყობის გეგმას უკავშირდებოდა.

მან გააკრიტიკა პაატა სალიას განცხადებაც და აღნიშნა, რომ მისგან მთავარ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

ნინო აბრამიშვილის თქმით, ის შვილების პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს – მათი დამნაშავეობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მისი მოთხოვნა სავარაუდო ძალადობისა და დალუქული ნივთმტკიცებების შესაძლო გადაცემის გარემოებების გამოძიებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა