ამის შესახებ ობამამ ჯორჯიის შტატში, დემოკრატი სენატორის, ჯონ ოსოფის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ისეთ ძირითად მოკავშირეებს ვშორდებით, როგორიც კანადაა, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ობამას შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი აზიანებს ამერიკის ურთიერთობებს მის მოკავშირეებთან და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ქვეყნის პოზიციას ასუსტებს.
წყარო: Newsweek