ევროკავშირი საქართველოს ევროპული მომავლის რწმენას ინარჩუნებს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ევროკომისარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების ერთგულებაზე ევროპული ღირებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ მათი სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ იმედის საფუძველს აძლევს.
„საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, – აცხადებს მარტა კოსი.
ვიდეომიმართვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ https://www.facebook.com/reel/1659631575953837" ავრცელებს.