თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"

ნახვები: 347 არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"
როგორც ირკვევა, ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოლთან", რის გამოც არსებობს საფუძვლიანი სამართლებრივი ეჭვი სახელის მოპარვასთან და/ან ბრენდის მითვისებასთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი, არჩილ იაკობაშვილი.
 
მისი თქმით, "რეპსოლი", როგორც საერთაშორისო ბრენდი, არის ესპანური ნავთობკომპანიის სახელი - მადრიდის და ლონდონის საერთაშორისო ბირჟებზე ქვოტირებული საჯარო სააქციო საზოგადოება (სახელმწიფოს წილი 10%, საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები - 75%).
 
"რეპსოლის" წამყვანი კერძო აქციონერები არიან ამერიკული საერთაშორისო საინვესტიციო გიგანტები, როგორებიცაა ბლექროქი, ფიდელიტი, ინვესკო, ვანგარდი და გოლდმანი.
საერთაშორისო "რეპსოილი" თავისი პროდუქციის რეალიზაციას ევროპასა და ლათინურ ამერიკაში არსებული 6 900-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურისა და გაყიდვების ობიექტისგან შემდგარი ფართო ქსელის მეშვეობით ახორციელებს, რომელთაგან მხოლოდ 3 600 ესპანეთში მდებარეობს.
აგრეთვე, 1.2 მილიონი ბარელი დღეში გადამუშავების სიმძლავრით, "რეპსოლი" ფლობს ცხრა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგან ხუთი ესპანეთშია, სამი — არგენტინაში, ხოლო ერთი — პერუში.
გარდა ამისა, "რეპსოილი" ფლობს მნიშვნელოვან წილებს კიდევ ერთ ქარხანაში არგენტინასა და ორში ბრაზილიაში.
ბრაზილიის სანაპიროსთან ახალი ნავთობსაბადოების დაზვერვის (ექსპლორაციის) დაფინანსების მიზნით, რეპსოლმა 2010 წელს თავისი ბრაზილიური შვილობილი კომპანიის 40 პროცენტიან წილში შემოიყვანა ჩინური "სინოპეკი."
აგრეთვე, "რეპსოლს" თავისი რეზერვების 15% აქვს ვენესუელაში, რომელთა საბაზრო ღირებულება 133 მილიარდ ევროს შეადგენს.
2026 წელს "რეპსოლმა" აშშ-ს მთავრობის გარანტიის საფუძველზე ვენესუელას, კერძოდ კი მის სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს, თითქმის ორი მილიარდი ევროს ვალი გადაუვადდა", - აცხადებს იაკობაშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ აფხაზეტში ბენზინის შეტანაში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ფიფურირებს კომპანია, “რეპსოლი” - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობიმპორტიორია ქვეყანაში, რომელიც ასევე ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელს -“კონექტს”.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა