აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ

ნახვები: 361 გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ

 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი კოალიციის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ნიკა გილაურისგან 40 მილიონიანი დაფინანსების შესახებ „შეთხზული ტყუილი და წარმოუდგენელი აბსურდია“.

გვარამიას თქმით, კოალიციამ არჩევნებზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო გილაური მის დამფინანსებლებს შორის ერთ-ერთი იყო და არა ერთადერთი. მისი განცხადებით, გილაურთან პოლიტიკური თანამშრომლობა ღია იყო და ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.

„40 მილიონი ნებისმიერ ვალუტაში, გინდაც 20 და გინდაც 10, აბსოლუტური სისულელე და ტყუილია. ჩვენ დავხარჯეთ 10 მილიონი ლარი, ეს არ დაგვიმალავს და დამფინანსებლებში გილაური იყო მხოლოდ ერთ-ერთი და ნამდვილად არა ერთადერთი“, — წერს გვარამია.

მისივე მტკიცებით, თავდაპირველად ნიკა გილაურის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას მიხეილ სააკაშვილიც უჭერდა მხარს და მასთან საკუთარი გარემოცვის წარმომადგენლებს აგზავნიდა. გვარამია ასევე ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გილაურს მათ ნაცვლად საკუთარი პარტიის დაფინანსებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას სთავაზობდა.

გვარამია აცხადებს, რომ საბოლოოდ გილაურმა თანამშრომლობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ აირჩია, თუმცა უარყოფს, რომ კოალიციის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მის დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული.

ამასთან, გვარამია „გირჩსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი კოალიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ კამპანიაში მიხეილ სააკაშვილიც აქტიურად ჩაერთო, მიუხედავად იმისა, რომ მან „გილაურის ამბავიც“ და 40 მილიონთან დაკავშირებული ინფორმაციის მცდარობაც იცის.

„ჩვენ წინააღმდეგ კამპანია ქოცგირჩსა და ენმ-ს შორის კოორდინირებული რომაა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება“, — წერს გვარამია.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მოქმედებები საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

„ფაქტი ისაა, რომ ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ. იციან და მაინც აკეთებენ ამას“, — აცხადებს გვარამია.

გვარამია წერს, რომ ამ საკითხებზე აქამდე დუმდა, თუმცა ახლა საუბარი საკუთარი თანაგუნდელებისა და ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების გამო გადაწყვიტა და დასძენს: „ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ. არავისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა