Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 373 მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა

არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა.

„ჩვენ უკრაინასთან მიმართებით მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ, რაც არაერთხელ გაკეთებულა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშირისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორიო ასპარეზზე. ყოველგვარი ოკუპაცია მიუღებელია. მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უკრაინის საკითხზე საუბრისას ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის კრიტიკაზეც და საპასუხოდ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, ცალკეული ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის და ჩვენი ცალკეული ლიდერების მხრიდან გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ, თავი გამოიჩინონ, მათი პრეროგატივა და მათი უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია და გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები ჩვენს განცხადებებთან მიმართებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა სახელმწიფო, ვინც მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას, სუვერენიტეტს უგულებელყოფს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო მეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას ფანტაზიები აქვთ, ხან ის და ხან ეს გადაკეტონ. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ვუფრთხილდებით. ვუფრთხილდებით ჩვენი პარტნიორების ინტერესებს და ამიტომ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, რაც სამართლიანი, შესაბამისი და ადეკვატურია", - აღნიშნა ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა