ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

ახლა პირისპირ ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხი დგას!

02.02.2024 ნახვები: 3997

რა მივიღეთ? არც არაფერი. გარდა იმისა, რომ მთელ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხელში მოუყარა თავი. წარმოიდგინეთ ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც რეალურად არაფერს წარმოადგენს, რადგან პარტიაში უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მინისტრთა კაბინეტში გუნდის გარეშეა. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდა.

ივანიშვილმა პარლამენტიდან გაიყვანა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, რომელსაც სრული მონოპოლია ჰქონდა საპარლამენტო გავლენებზე. მთავრობის მეთაურს ახლა უკვე ეს გავლენები აღარ ექნება. შესაბამისად, მთელი ძალაუფლება ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რაც მოსალოდნელიც იყო. მისი ამოცანაც ეს იყო.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უპატივცემულოდ ექცევა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას. მთელი მილეთის ხალხი შეყარა, ყრილობა ჩაატარა და თვითონ დამსწრეებიც არ ჩათვალა იმის ღირსად, რომ ორი სიტყვა ეთქვა. აღარაფერს ვამბობ მედიასა და საზოგადოებაზე.

----

არაფერს არ ვუწუნებთ და არ დავუწუნებდით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის სამარცხვინო ოპერაცია გარეჯთან დაკავშირებით არ ჩაეტარებინა და მერე გარეჯის საკითხი ასე ჰაერში არ გამოკიდებულიყო. არაფერს არ ვერჩოდით, ტყე, მთა და ველი თავისი ცოლისა და სიდედრისთვის რომ არ დაერეგისტრირებინა, საკუთარი შვილი ჩარტერებით რომ არ ეტარებინა ინსტიტუტებში. არაფერს არ ვერჩოდით, მისი კორუფციების დასაბუთების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა მასთან დაკავშირებით.

5 ივლისის მოვლენებზე პასუხი ვინ უნდა აგოს?! არაფერს არ ვერჩით, თუ გვეცოდინება, რომ რაც 5 ივლისს მოხდა, მისი პასუხისმგებლობა არ იყო. რეალურად ამ კითხვებზე პასუხი ვინ უნდა გაგვცეს. რა ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არა აქვთ ეს კითხვები, არც საზოგადოების სხვა ნაწილს არ უჩნდება?!

კობახიძე გაძლიერდაო, არა და კობახიძე რასაკვირველია, დაიმსხვრა. რეალურად ორივე ირაკლი მათმა ბატონმა ირაკლი აქცია პოლიტიკურ არარაობად. მართალი გითხრათ, ეს კი არის სასჯელი ამათთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სასჯელი!

გარდა იმისა, რომ ბიძინა იღებს სრულ ძალაუფლებას ხელში. მათ შორის როგორც საპარლამენტოს, ისე აღმასრულებელს. ფაქტობრივად, ნოტარიალურად  აფორმებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ის ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. ერთიც უნდა ითქვას, როგორც ჩანს, ჩრდილში ყოფნის გამო, მას მართლაც შეექმნა გარკვეული პრობლემები, გუნდის ორი წევრი - ირაკლი და ირაკლი, რომლებიც ყველაზე გავლენიანები იყვნენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომ ეს მას დისკომფორტს უქმნიდა. ეს დისკომფორტი, რომელიც პერსონალურად მისთვის იყო, ამოწურა. დანარჩენი კი, საზოგადოებისთვის ამას ექნება თუ არა რაიმე მნიშვნელობა, ეს ბიძინა ივანიშვილს ისე აწუხებს, როგორც ახლა მე ჰუსიტების ბედი.

ამ დღეებში კვლავაც აქიურად ისმოდა, რომ ბატონმა კალაძე გადააგდო და მას არ არგუნა პრემიერობა. კალაძეს „გუთენტრაქენობა“ რომ შერჩა, წესით ამაზე მადლობელი არ უნდა იყოს?! ისე, არც გამიკვირდება, ეს ბიძინა ივანიშვილის მეთოდია, რომ ყველაზე კორუმპირებული, საზოგადოების მხრიდან ყველაზე ნეგატიურად შეფასებული ადამიანები აღაზევოს ხოლმე, რომ ამით კიდევ უფრო მეტად დასცინის საზოგადოებას. კალაძეს შემოინახავს და კორუფციის პიკში რომ ავა, შესაძლოა, პრემიერადაც დაგვისვას. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ სად იქნება. როგორც აქამდე დასცინოდა საზოგადოებას, ისე დასცინის. ღარიბაშვილსა და კობახიძეს რომ დასცინის, ეს ჩვენი პრობლემა ნაკლებად არის, მაგრამ საზოგადოებასაც დასცინის.

არც ის იცის ვინმემ, როდის შეეხება დანარჩენ მინისტრებს. ახლა არავინ არ იცვლება ერთსის გარდა, რომელიც სავარაუდოდ რომ არ გაეშვათ კორუფციაში ჩაიძირებოდა. ეს იმის მიხედვით რა მასალებიც ქვეყნდებოდა ტავდაცვის ყოფილ მინისტრზე. ჰო ახლა არვინ არ იცვლება და მერე უცებ შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ იცვლება. ბიძინა ივანიშვილის პროგნოზირება, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არის აბსოლუტურად შეუძლებელი.

„ოცნებამ“ ისიც კი დაგვიანონსა,  საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთო. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. მოქალაქეთა კავშირიც ამას გვპირდებოდა წასვლის წინ და ნაციონალური მოძრაობაც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ როგორი უმრავლესობით მოვიდნენ, ესეც გვინახავს. ყველა ხელისუფლება წასვლის წინ უშვებს ძალიან მძიმე შეცდომებს, რომლებიც შედეგებზე აისახება. მე მიმაჩნია, რომ არც ამათ აქვთ დარჩენილი დიდი დრო. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, მაგრამ უამრავი ფაქტორი ითამაშებს ძალიან დიდ როლს იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ მოვიდეს. კონსტიტუციური უმრავლესობით ხომ საერთოდ გამორიცხულია!

გზა რომლითაც ივანიშვილი მიდის საკმაოდ მოლიპულია. ადრე რაღაც სვლები დატოვებული ჰქონდა ხოლმე თავისთვის. ახლა, როგორც ჩანს, ცუდ დღეშია, რა სვლაც განახორციელა, ყველამ ვნახეთ. ორი ირაკლი გადააადგილა. უბრალოდ ანეკდოტად იქცა ეს ამბავი ქვეყანაში. გარდა მაგისა, მის თავზე ჯერაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია სანქციები. ასევე გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან არჩევნებს და არ გაუტარებენ არაფერს. ამაში ორი აზრი არ არის. ამ ფონზე საზოგადოების აგრესია უფრო მაღალია,  ვიდრე ეს იყო წინა არჩევნებზე. ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ის ადამიანები, ვინც კაპიკებს ითვლიან აფთიაქში თუ სასურსათო მაღაზიებში, როგორ ფიქრობთ, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ირაკლები სად იქნებიან?!

ეს არჩევნები ნამდვილად არ იქნება იოლი ბიძინა ივანიშვილისთვის. ახლა ერთმანეთის პირისპირ ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხი დგას! ქართველი ხალხი იმსახურებს გაცილებით უკეთ მოპყრობას, ვიდრე მას, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი ეპყრობოდა და ექცეოდა.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა