ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება

ნახვები: 895 ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ყველას გვინდა. გვინდა ძლიერი ეკონომიკა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ყველაფერს ენერგია სჭირდება - ენერგია, რომლის წარმოებაც საკუთარი რესურსით შეგვიძლია.

ეს შესაძლებლობა თავისით შედეგად ვერ იქცევა. საჭიროა ინვესტიცია, მშენებლობა, ცოდნა და პასუხისმგებლობა. ყოველი გონივრულად განხორციელებული ელექტროსადგური ამ გზაზე კონკრეტული ნაბიჯია.

საქართველოში ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. რუისში ქარის ელექტროსადგური შენდება, რომლის ქსელთან მიერთებაც 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „უდაბნოს“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პარალელურად ვითარდება გადამცემი ინფრასტრუქტურა - ოზურგეთისა და ლაჯანურის ახალი ქვესადგურებისა და ახალციხის ქვესადგურის გაფართოების პროექტები. სწორედ ასეთი სამუშაოები ქმნის შესაძლებლობას, ქვეყანამ მეტი ენერგია აწარმოოს და მომხმარებლამდე საიმედოდ მიიტანოს.

ამ საერთო სურათში უნდა დავინახოთ გოგნის ქარის ელექტროსადგურიც.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის სიმძლავრე 187 მეგავატია, ინვესტიცია კი 200 მილიონ დოლარს აღემატება. გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვეყნის შიდა საჭიროებებისთვის გამოყენება პროექტის გამოცხადებული მიზანია. ეს ნიშნავს საკუთარი ენერგეტიკული შესაძლებლობების ზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების დამატებით შესაძლებლობას.

ერთი სადგური სრულ ენერგოდამოუკიდებლობას ვერ მოგვცემს. მაგრამ სწორედ ასეთი პროექტების ერთობლიობით იქმნება უფრო ძლიერი სისტემა. წყლის, ქარისა და მზის რესურსების გამოყენება წარმოების წყაროებს ამრავალფეროვნებს, ხოლო შესაბამისი ქსელი და დაბალანსება ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს.

ჩემთვის გოგნის მხარდაჭერას ეს საფუძველი აქვს. ქვეყანას საკუთარი წარმოების გაზრდა სჭირდება, რეგიონს კი, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.

ამასთან, მშენებლობას თავისი პასუხისმგებლობა ახლავს. ტყის ჭრა, გზების მოწყობა და ფერდობებზე მუშაობა კონკრეტულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის გათვალისწინებული ზიანის შესამცირებლად და როგორ სრულდება ეს სამუშაო.

კომპანიის საჯარო განცხადებით, აღებულია 5 604 000 ლარის საკომპენსაციო საფასურის დაფარვისა და მინიმუმ იმავე რაოდენობის ახალი ხემცენარის დარგვის ვალდებულება. ეს კონკრეტული პასუხისმგებლობაა, რომელსაც დარგვის შემდეგ მოვლა და შედეგების შემოწმებაც უნდა მოჰყვეს. ტყის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია და მისი წარმატება გახარებული, შენარჩუნებული მცენარეებით უნდა შეფასდეს.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტისთვის გეოლოგიური კვლევებიც ჩატარებულია. ამ საფუძველზე მნიშვნელოვანია დაგეგმილი საინჟინრო ღონისძიებების შესრულება და ფერდობების, წყლის მართვისა და ეროზიის მონიტორინგის გაგრძელება მშენებლობისა და ექსპლუატაციის განმავლობაში.

გამოქვეყნებული ინფორმაცია და დროული რეაგირება ნდობის შესაქმნელად გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ზოგადი დაპირებები.

გოგნის სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა იგრძნოს. კომპანიის გათვლით, მშენებლობისას დაახლოებით 400 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში ქონების გადასახადის სახით წლიურად ხუთ მილიონ ლარზე მეტის შეტანაა მოსალოდნელი.

ამ შესაძლებლობას უფრო ხანგრძლივი შედეგიც უნდა მოჰყვეს: ადგილობრივებისთვის პროფესიული მომზადება, ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა, ადგილობრივი მომსახურებების გამოყენება და სოფლების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც კომპანიის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით ხელშესახები შეიძლება გახდეს.

ენერგოობიექტების მშენებლობის პროცესის, ეს იქნება გოგნი თუ ნებისმიერი სხვა ობიექტი, ასე შევხედოთ: მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ზიანის მაქსიმალურად შემცირებას, ვალდებულებების სრულად შესრულებას და მრავალმხრივ სარგებელს - ენერგეტიკაში, ეკონომიკაში, გარემოს აღდგენასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში.

გიორგი შალამბერიძე, ექსპერტი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა