Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მოკავშირეებად განიხილავს სალომე ზურაბიშვილს, ნინო ლომჯარიას და ანა დოლიძეს - "ლელოს" სურვილი თუ ოცნება?!

ნახვები: 656 მოკავშირეებად განიხილავს სალომე ზურაბიშვილს, ნინო ლომჯარიას და ანა დოლიძეს - "ლელოს" სურვილი თუ ოცნება?!

„ლელო“ პოტენციურ მოკავშირეებად განიხილავს ნინო ლომჯარიას, სალომე ზურაბიშვილს, ანა დოლიძეს - ეს განცხადება „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ „დღის ამბებში“ გააკეთა.

ლანა გალდავა ამბობს, რომ თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდება, მაშინ მისი პარტია მოკავშირეებად ყოფილი სახალხო დამცველის გარდა, მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.

ჰქონდათ თუ არა სალომე ზურაბიშვილთან ეს ინიციატივა გახმოვანებული „ლელოს“ ლიდერებს, გალდავა დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მთელი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო.

"ამ ადამიანებს პოტენციურად „ლელო“ განიხილავს მოკავშირეებად, პატივს ვცემთ ამ ხალხს, შეგვიძლია მათთან თანამშრომლობა, ჯერჯერობით ვერ გეტყვით პლატფორმის მათთან ერთად შექმნაზე იყო თუ არა საუბარი, ჩვენიპარტია ძლიერდება ინდივიდუალურად და ხდება სხვა პირების შემოდინება - იქნებიან ექსპერტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მაგრამ თუ დასჭირდა სიტუაციას იმისთვის, რომ შეიმქნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი - ნინო ლომჯარიას კანდიდატურა, ანა დოლიძის კანდიდატურა, პრეზიდენტის კანდიდატურა - ვერ გეტყვით, რა სურს და ვისთან პარტნიორობა პრეზიდენტს, მაგრამ მან ბოლო პერიოდის განმავლობაში, მისი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო იმაში, რომ საქართველო მიიყვანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი აღსრულდეს. 

თუ ასეთი თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა, ცხადია, ეს ადამიანი ჩვენთვის მისაღები კანდიდატურა არის, რასაც ვერ ვიტყვით იმ პარტიებზე, რომელსაც პირდაპირ ჩვენი ელექტორატიც კი ვერ გვხედავენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. არც ნაციონალური მოძრაობა თავისი 9 წლის შლეიფით, არც დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი ამომრჩეველთა სამიზნე არ არის, მათ სიახლე სჭირდებათ,“ - ამბობს ლანა გალდავა.

ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფარგლები „ლელოს“ თანამშრომლობა რომ „დროასთან“, „გირჩთან“ ნიკა გვარამიასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილსა და ანა დოლიძესთან წარმოუდგენია, ამაზე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემაც ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა