იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces

მთავრობა ყოველწლიურ ანგარიშში საგარეო პოლიტიკის წარმატებებზე საუბრობს

06.05.2023 | 11:45 ნახვები: 241

2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

მთავრობა ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობას დეტალურად მიმოიხილავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

„2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც  2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას ავსებს და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით ექვსი მიმართულებიდან სამში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია – ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი. საქართველომ ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად, ევროკავშირს გადასცა გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სტრუქტურის (35 თავი) მიხედვით, წლის განმავლობაში ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოაქვეყნებს ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციას ევროპული საბჭოსთვის, რომელმაც წლის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით და ამ მხრივ აღსანიშნავია: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი; ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) ვიზიტი; სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი. ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით, 2022 წლის დეკემბერში თბილისში გამართული ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი.

„საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები: შარლ მიშელთან, რობერტა მეცოლასთან, ოლივერ ვარჰეისთან, ჟოზეფ ბორელთან, ოლაფ შოლცთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, ეუთოს გენმდივანთან, კონგრესმენ ერიკ სლოველთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან. 2022 წლის 30 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის − ჩეხეთის ორგანიზებით პრაღაში შედგა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ე.წ. გიმნიხის (Gymnich) ფორმატში. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მხრიდან სამი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და მისი რეალიზაციის მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ირლანდიის, ესტონეთის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ამასთან ერთად, გრძელდებოდა აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან მაღალი დონის ახალი ფორმატების შეხვედრების ინიციირების მიზნით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში.

უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობის ცნობით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაში.

„ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა; გრძელდება საკანონმდებლო მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულის მუდმივი განახლება და ამ ეტაპზე „ევროტერმბანკის“ სერვერზე განთავსებულ მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულში ასახულია 25,000-ზე მეტი ტერმინი.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის მარტში შემუშავდა სასწავლო მოდული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თემატიკაზე, რომელიც საჯარო მოხელეებისათვის ყოველწლიურად განხორციელდება.

2022 წლის ივლისში ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ტენდერებში. გრძელდება მუშაობა ქართული პროდუქციისთვის ევროპულ ბაზრებზე შესვლისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელების მიზნით, მათ შორის აღსანიშნავია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების მიზნით მიმდინარე სამუშაოები.

გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში მონაწილეობისა და სპეციალურ სააგენტოებთან თანამშრომლობის კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობის შეფასებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. ნატო-სთან თანამშრომლობაზე მთავრობა ყურადღებას წლიურ ანგარიშში ამახვილებს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.

„გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ცნობით, მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც.

„საანგარიშო პერიოდში ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის რვა სხდომა გაიმართა. 2023 წლის 17-19 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გაიმართა ისტორიული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი) და ეუთო-ს გენერალური მდივანი.

2023 წლის 25 აპრილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის საკითხები. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა