მიხეილ სააკაშვილი - ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე
Ukrainian border guards wipe out Russian drone launch site on Kursk front
Sweden halts airport traffic due to detected drones
Volgograd oil refinery halts operations after Ukrainian drone attack – Reuters
Zelensky honors soldiers who carried out evacuation using ground drone
Witkoff believes progress made in peace talks between Russia and Ukraine
Yermak discusses Poland's participation in Coalition of the Willing
Partners preparing new support packages for Ukraine – Zelensky

აშშ ბირთვული ძალების მოდერნიზაციის პროგრამას იწყებს

06.02.2023 ნახვები: 884

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია, რომელშიც პირველად, მრავალი წლის განმავლობაში განაცხადა, რომ იწყებს ბირთვული ძალების მოდერნიზაციის პროგრამას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ყველაფერი რაც უკავშირდება ბირთვულ იარაღს, მთელი მსოფლიოს ყურადღებას იქცევს. მით უმეტეს, როცა საუბარია ერთადერთ გლობალურ ზესახელმწიფოზე - ამერიკაზე. და ორგზის უმეტეს, როდესაც ეს მესიჯი ოფიციალურად ქვეყნდება უკრაინაში დიდი ევროპული ომის და ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე.

ახალ “სტრატეგიაში” რუსეთი დასახელებულია, როგორც ამერიკის ეროვნული თავდაცვისათვის “მწვავე გამოწვევისა და საფრთხის” წყარო.

პირველ რიგში, “სტრატეგიაში” აღნიშნულია, რომ ამერიკა გააძლიერებს თავის ბირთვულ ტრიადას:

1) სახმელეთო ბაზირების სტრატეგიული რაკეტები”,

2) საზღვაო ბაზირების ბირთვული რაკეტები ან ჭურვები და

3) საჰაერო ბაზირების ჭურვები და რაკეტები.

ეს საინტერესოა იმიტომ, რომ რატომღაც პუტინი და მისი ხროვა დარწმუნებულნი არიან: რამდენიმე წელიწადში, როდესაც მოახლოვდება “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების”თაობაზე შეთანხმების ვადის ამოწურვა “ამერიკელები თვითონ მოვლენ ჩვენთან და შეგვეხვეწებიან ეს შეთანხმება გავახანგრძლივოთ ან ახალი გავაფორმოთ, რაზეც უარს ვეტყვით, სანამ უკრაინას მთლიანად არ დაგვითმობენო”.

ნურას უკაცრავად: ახალი სტრატეგიისა და ბირთვული ძალების მოდერნიზაციის გეგმის შესაბამისად, ამერიკა სულაც არ აპირებს ეხვეწოს რუსეთს. პირიქით, ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს.

და ეს პოლიტიკური მესიჯიცაა: ნუ გეგონებათ რუსებს და ნუ გგონია პუტინს, რომ ბირთვული იარაღის შემცირება თქვენ ნაკლებად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ.

უამრავი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მართალია რუსული და ამერიკული ბირთვული იარაღი რაოდენობრივად თითქმის თანაბარია (5-5 ათასი დაასხლოებით) მაგრამ ხარისხობრივად, ამდენი წლის შემდეგ, ამერიკული ბირთვული არსენალი უკეთეს მდგომარეობაშია.

მით უმეტეს მოდერნიზების შემდეგ.

იმავე დოკუმენტში ჩინეთი დასახელებულია, როგორც “ამერიკის კონკურენტი და საფრთხე”. პირველ რიგში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ამ თეზისით დასტურდება, რომ ამერიკა ჯერ-ჯერობით მაინც არ განიხილავს ჩინეთს, როგორც გლობალურ კონკურენტს და გლობალურ საფრთხედ, რადგან რაოდენ გრანდიოზულიც არ უნდა იყოს “ინდოეთის ოკეანე-წყნარი ოკეანის” აუზი, იგი მაინც არ არის მთელი პლანეტა.

რუსეთზე საუბრისას “სტრატეგიაში” განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც აქვს საშუალება ჩამოაგდოს ამერიკული თანამგზავრები კოსმოსში.

ეს მართლაც შესაძლებელია C-500 სამხედრო კოსმოსური საზენიტო რაკეტების მეშვეობით. თუმცა ჯერ-ჯერობით რუსეთს ისინი არსად გამოუყენებია და გამოცდაზეც მწირი ცნობები არსებობს.

არ არის გამორიცხული პუტინი ამ შემთხვევაშიც “აბოლებდეს” მთელს მსოფლიოს.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რუსეთს აქვს ძლიერი წყალქვეშა ფლოტი (ეს სიმართლეა ნამდვილად) და კიბერ ჯარები, რომელთან გამკლავება ხშირ შემთხვევაში ამერიკასაც კი უჭირს მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის სამშობლოა.

 

ავტორი: დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა