ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სერგეი ლავროვი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის

ნახვები: 663 სერგეი ლავროვი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის

ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ლავროვის თქმითვე, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.

„მოხარული ვარ, ვნახო, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი პირად დონეზე აქტიურად ვითარდება. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა "ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო", პატივისცემა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

მისივე განცხადებით, ქართველ ხალხთან რუსეთს არავითარი პრობლემა აქვს.

„დიახ, იყო 2008 წლის ისტორია, რომელშიც ისევ და ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. სააკაშვილს ემოციები „გაექცა“ და გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. იქვე, კონდოლიზა რაისი ცხინვალისა და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე ჩავიდა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რათა ბუქარესტის იმპულსს იმ ადამიანების ცნობიერებამდე მიეღწია, ვინც თავის ტერიტორიიდან ყველაფერი რუსულის განდევნა გადაწყვიტა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა