მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 621 მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში-შალვა პაპუაშვილი

მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში და შესაბამისი ცვლილებების მომზადებას. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება და როგორ შეიძლება ეს რეკომენდაცია კანონმდებლობაში აისახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მე-11 პუნქტი შესასრულებლად რთული არ იქნება.

„როგორც იცით, გეგმის მიხედვით, პირველ სექტემბრამდე მოხდება ინიცირება ცვლილებების, ხოლო 18 ნოემბრამდე კანონპროექტის მიღება. ბევრი იდეაა და დამუშავება სჭირდება, რა როგორ იქნება. უფრო პრაქტიკის საკითხია, რომ პრაქტიკაში მოსამართლეებმა უფრო ინტენსიურად გამოიყენონ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, პრაქტიკაში გაუმჯობესდეს წვდომა სასამართლო პრაქტიკაზე, მათ შორის ითარგმნოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მიეწოდოს იურიდიულ საზოგადოებას. სხვათაშორის, ამ მხრივ არის სტრუქტურები, მათ შორის უზენაეს სასამართლოშია სპეციალური განყოფილება, რომელიც მუშაობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებაზე, მის მიწოდებაზე მოსამართლეებისთვის. პრაქტიკის გაუმჯობესება შესაძლებელია და უნდა ვიმსჯელოთ, ეს როგორ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე აისახოს. მე-11 პუნქტი შესასრულებლად რთული არ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა