ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა-ვახტანგ მეგრელიშვილი

ნახვები: 635 მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა-ვახტანგ მეგრელიშვილი

მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ ხედვაა, რომ სასამართლოში მთავარი პრობლემაა ნდობა.

„მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები. აი, აქ რომ ხალხი დადის. ამ პარლამენტს რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ის ხალხი 30 წელია მოსამართლეებს ნიშნავს. ანუ, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უპასუხებს ამ პრობლემას სამუშაო ჯგუფი, მაგრამ საშუალება იქნება, ტრიბუნიდან გაახმოვანო ის, რისიც გჯერა. ამას გამოვიყენებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა