მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

კარლ ჰარცელი - ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს უახლოესი პარტნიორია, ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში საქართველო ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს

ნახვები: 567 კარლ ჰარცელი - ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს უახლოესი პარტნიორია, ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში საქართველო ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს

ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში.

„გამარჯობა, მე ვარ კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი. შესაძლებლობა მომეცა, რომ თითქმის სამი წელი გამეტარებინა საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი.

საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები - სვანეთის თოვლიან მთებში, აჭარის მწვანე სანაპიროზე, ჩაის პლანტაციების შუაგულში გამავალ გურიის გზებზე, კახეთის მდიდარ ვენახებში, თუ სხვა უამრავ თვალწარმტაც ადგილას. მე ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობას, დამეგემოვნებინა ქვევრის ღვინო და ხინკალი, დავმტკბარიყავი მრავალხმიანი მუსიკით და აღვფრთოვანებულიყავი საქართველოს გრძელი და გამორჩეული ისტორიული კვალით.

შევხვდი ძალიან ბევრ შემოქმედებით და ამბიციურ ადამიანს, რომლებიც ავითარებენ ტურიზმის სექტორს, აწყობენ თანამედროვე ღვინის მარნებს, აღორძინებენ ჩაის პლანტაციებს და საკუთარ ადგილს იკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე.

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს. ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.

ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებსა და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!", - ამბობს კარლ ჰარცელი ვიდეოში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა