ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა - თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე

ნახვები: 509 ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა - თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე

„რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა", - ამის შესახებს განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის პროექტი რომელიც ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის.

„რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და იქნება დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი" როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო კარგად მოკვლეული სრულყოფილი პროექტი, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობს. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო - მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიოკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში,"- განაცხადა თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა