მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან

ნახვები: 202 საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
 

საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რინოვირუსია გავრცელებული, თუმცა ქვეყანაში ცირკულირებს ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), ენტეროვირუსები და მეტაპნევმოვირუსიც. ნოემბრიდან კი სეზონური გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ იაშვილისა და ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გამოვლენილი რესპირატორული ვირუსების შემთხვევების დაახლოებით 50–54% რინოვირუსზე მოდის, რომელიც უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

„ყველაზე მეტი შემთხვევა რინოვირუსის არის, ეს არის სადღაც 50%-მდე, 54%-მდე. ეს არის ვირუსი, რომელიც მსუბუქად გადააქვთ დიდებსაც და პატარებსაც და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ ხოლმე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ექიმის განმარტებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომლის წილი დაახლოებით 8%-ია. RSV განსაკუთრებით საყურადღებოა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შესაძლოა ბრონქიოლიტი გამოიწვიოს და ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.

„ეს არის 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიში, ბრონქიოლიტის მიზეზი და გამომწვევი და ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, სჭირდებათ ხოლმე ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნა მან.

მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ადენოვირუსის წილი დაახლოებით 15%-ს შეადგენს, ენტეროვირუსებისა და მეტაპნევმოვირუსის კი – თითოეულის 4%-ს. ქვეყანაში ცირკულირებს კოქსაკის ვირუსიც, ასევე კორონავირუსების ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისგან განსხვავდება.

რაც შეეხება სეზონურ გრიპს, ამჟამად A ტიპის გრიპის წილი დაახლოებით 4%-ია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით იყო პერიოდიც, როდესაც გრიპის შემთხვევები საერთოდ არ გამოვლენილა.

„ნოემბრის თვიდან უკვე უნდა ველოდოთ, რომ გრიპის შემთხვევები უფრო მეტი იქნება. ახლა ჯერ სულ 4%-ია ამ ეტაპზე გრიპის, A ტიპის გრიპის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გრიპის შემთხვევების მოსალოდნელი მატების ფონზე, საქართველოში სეზონური ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ექიმის განცხადებით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია, ხოლო განსაზღვრული რისკჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და ორსულებისთვის, უფასოა.

წლევანდელი ვაქცინა სამკომპონენტიანია და გრიპის A ტიპის ორ ქვეტიპს – H1N1-სა და H3N2-ს, ასევე B ტიპის ერთ შტამს მოიცავს. აცრა ექვსი თვის ასაკიდან არის შესაძლებელი.

მაია ჩხაიძე ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით მოუწოდებს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და ორსულებს.

ექიმის რეკომენდაციით, ვირუსების გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დახურული სივრცეების რეგულარული განიავება. რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებმა კი ავადმყოფობის პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეებში ყოფნისგან თავი უნდა შეიკავონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა