ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჩვენი ამოცანაა ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 500 ჩვენი ამოცანაა ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა-სალომე სამადაშვილი

ჩვენი ამოცანა არის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ექნება და საქართველო აღმოჩნდება ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ივანიშვილს საკუთარი ქვეყანა არ უნდა დაუთმოს.

„იმედი მაქვს, რომ დღეს ბევრი მოქალაქე მოვა ამის სათქმელად და გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრების მხრიდან, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ მთავარ ამოცანას, რაც არის ივანიშვილის მმართველობისგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება, დეოლიგარქიზაცია. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, სწორედ დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, ორივე ამოცანა განხორციელდება ეროვნული თანხმობის მინისტრთა კაბინეტის დასახელებით და მხარდაჭერით ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა