Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"ხელი სახეში მომხვდა, ჭიქა მესროლა" - წერეთელი ჰყვება როგორ დაესხნენ თავს ოცნების წევრები

ნახვები: 581 "ხელი სახეში მომხვდა, ჭიქა მესროლა" - წერეთელი ჰყვება როგორ დაესხნენ თავს ოცნების წევრები

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავს ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები დაესხნენ.

გადაცემა რეაქციის ეთერში წერეთელმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი მას უყვიროდა და "საქმეს ურჩევდა",  რის შემდეგაც ოცნების დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სახეში ურტყამდნენ და წერეთლის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა ჭიქაც ესროლა.

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ამ დროს ელჩი დეგნანი შემთხვევიდან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ. მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი დამიჭირა ხელით, დამიწყო ქუჩური გარჩევები...

რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია, მერე სანამ აზრზე მოვედი  მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე... ელჩი იყო სავარაუდოდ 50 მეტრში ალბათ.

ისე უცებ მოხდა ეს ერთი ხელი ჯერ, მერე მეორის. ჭიქა მესროლა...ისე დავიბენი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა" - აცხადებს ვატო წერეთელი. 

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ინციდენტის ტერიტორიაზე იყო კამერებიც. მან აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მოუწოდა, რომ საელჩომ გაასაჯაროვოს კადრები, სადაც მის მიმართ ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა