ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გია ვოლსკი - „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ მოუწოდებს

ნახვები: 500 გია ვოლსკი - „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ მოუწოდებს

„ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სია, მარგველაშვილით დაწყებული, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მოუწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ​.

„ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია არსებობს და ისინი სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. რუსეთს არაფრად უღირსს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მისთვის ჩვეულებრივი ნორმაა – რეგიონზე აგრესია განახორციელოს, სადაც პოზიციების გაძლიერებას გადაწყვეტს. საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ. სია დიდია. დაგიდასტურებთ ადამიანები, ვინც დღეს ჩართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში და რომელთაც ძალიან მყარი მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, რასაკვირველია, ის ადამიანები, ვინც ომისკენ მოუწოდებენ და იმ ადამიანების მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ ვინც ომისკენ მოუწოდებდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს – აქ არაფერ შუაშია არც სუბარი, არ ხუნდაძე და არც ყაველაშვილი. საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ ეს აზრი – ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს უჭერს ევროპარლამენტის რეზოლუცია. დამატებითი კომენტარები ამასთან დაკავშირებით აღარ მაქვს“, – განაცხადა გი ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა