ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს-ბორის ჯონსონი

ნახვები: 502 ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს-ბორის ჯონსონი

დღევანდელი სამიტიდან პირველი გაკვეთილი არის, რომ ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ში იღებენ ორ ახალ წევრს, ფინეთსა და შვედეთს, რაც უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია ალიანსისთვის.

ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ნატო-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრებენ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს.

„ბევრი მნიშვნელობით, ეს არის ისტორიული სამიტი. ჩვენ ვიღებთ ორ ახალ წევრს, ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც წევრიანდებიან ალიანსში. ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს. ასევე ჩვენ გვჭირდება, ვიფიქროთ გასული თვეების გაკვეთილებზე და ნატო-ს საჭიროებაზე, რომ გადახედოს პოზიციას მის აღმოსავლეთ საზღვარზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა