Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იმედია, პარტიები ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ-კახა კალაძე

ნახვები: 577 იმედია, პარტიები ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზების დასრულებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და მათ პარტიული ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალი უნდა დააყენონ.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მინდა, გავუსვა ხაზი იმას, რომ დათქმებსა და მოთხოვნებში ძალიან საყურადღებოა პირველი პუნქტი, სადაც წერია პოლარიზების დასრულების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დგას. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მინდა, მქონდეს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიებიც თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ ქვეყნის მომავალს, ევროპაში ინტეგრაციასა და ევროპისკენ სვლას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა