ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ღრმად ვარ დარწმუნებული, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 468 ღრმად ვარ დარწმუნებული, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს, სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ გვქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ.

„სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ გვქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, იგი აძლევს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებისა და გვაძლევს გზას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს. რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას. ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ მოეთხოვებათ ევროპისკენ მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს რეფორმები არის კარგი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, იგი აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყნისა და საბოლოოდ ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფნზე და აძლიერებს ევროკავშირს, რადგან კიდევ ერთხელ ანახებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა